გიორგი ქადაგიძე: „პრეზიდენტის ინსტიტუტი გასაუქმებელია“

გიორგი ქადაგიძე: „პრეზიდენტის ინსტიტუტი გასაუქმებელია“რამდენად შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განვითარებული ქვეყნების კოდექსს?

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს  შედარებისთვის  ფეისბუქ  გვერდზე  ინგლისის კანონმდებლობით გათვალისწინებული  ნორმები მოჰყავს.

ინგლისის კანონმდებლობით: მართვა ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ – 6 თვემდე პატიმრობა, ჯარიმა ზედა ზღვრის გარეშე, ერთი წლით მოწმობის ჩამორთმევა. განმეორებით – 3 წლამდე ციხე, ჯარიმები.

ნაგვის დაყრა – ჯარიმა 300-დან 7500 ლარამდე.

მარიხუანას შენახვა/მოხმარება – გაფრთხილება ან ჯარიმა 300 ლარამდე.

გიორგი ქადაგიძემ მთავრობას სამინისტროების შემცირებისკენ მოუწოდებს.

_ მხოლოდ კრიტიკა ადვილიაო. ჰოდა არაფერი ახალი, მაგრამ მაინც ჩამოვწერ აგერ ფეისბუქ  მეგობრებისთვის ჩემს მოკრძალებულ აზრს თუ რას გავაკეთებდი:

1 .გავაერთიანებდი უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოს. უპრეცენდენტო საჯაროობით. 2. ავირჩევდი ახალ მოსამართლეებს სამივე პალატაში (სულ 15 მოსამართლეზეა საუბარი), ამითი რეალურად დაიწყებოდა სასამართლო რეფორმა. 3. თავიდან არის დასაწერი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსები. იდეოლოგიურ საფუძვლად დავუდებდი ინგლისურ სამართალს.
4. შევამცირებდი სამინისტროებს 8-10-მდე. 5. გავაუქმებდი გუბერნატორების, ფინანსური პოლიციის და სუს-ის ინსტიტუტებს. 6.  რეალურ ფინანსურ დეცენტრალიზაციასთან ერთად არჩევითს გავხდიდი ყველა გამგებლის და მერის პოზიციას. ასევე არჩევითს გავხდიდი სამხარეო პროკურორის თანამდებობას.
7.  თბილისს დავყოფდი მუნიციპალიტეტებად და აქაც არჩევითს გავხდიდი გამგებლებს. გაუგებარია 300.000-იან გლდანს რატომ არ უნდა ჰყავდეს არჩევითი მმართველი როდესაც 6-ჯერ პატარა უამრავ რაიონს ჰყავს. 8.  გავაუქმებდი პარლამენტის მაჟორიტარულ სისტემას და პრეზიდენტის ინსტიტუტს.
სასკოლო განათლება იქნებოდა მთავარი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ არაფერი გამოგვივა 9. ქვეყანაში სადაც 15 წლის მოზარდებს მათემატიკას, წაკითხულის გააზრებას და ინგლისურს ვერ ვასწავლით საშუალო ევროპული ხარისხითაც კი.