ვახტანგ რჩეულიშვილი რეანიმაციაში გათიშული წევს. მაიამ არაფერი იცის

ვახტანგ რჩეულიშვილი რეანიმაციაში გათიშული წევს. მაიამ არაფერი იცისვახტანგ რჩეულიშვილი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში წევს.

გუშინ ვახტანგ რჩეულიშვილი ეკა ხოფერიას თოქ-შოუს სტუმარი იყო. გადაცემა ჯერ კიდევ მაშინ ჩაიწერა, სანამ ის საბოლოო დიაგნოზს გაიგებდა.

ეკა ხოფერია წერს, რომ ინტერვიუს ჩაწერის წინ, ვახტანგ რჩეულიშვილმა აღნიშნა, რო მან ბიოფსია გაიკეთა და იმედი ჰქონდა, რომ სერიოზული არაფერი იქნებოდა. თუმცა გაირკვა, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

_ მეც გავიკეთე ბიოფსია, ლიმფური ჯირკვლების კიბოზე ეპარებათ ეჭვი, _  განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა “ეკა ხოფერიას შოუში”, სადაც მან მეუღლისა და მისი ოჯახის შესახებ ისაუბრა.

_ ერთი კვირის წინ ჩავწერე, მითხრა ბიოფსია აიღესო, არ ვიცი, იმედია, არაფერი სერიოზულიო. ორი დღის წინ ვიგებ ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, ოპტიმიზმი არ გამართლდა, მძიმე ვითარებაა. არ ვიცი, რა ვთქვა, ვისაც ეს ეხება, იქნებ რაღაც გამოსავალი იყოს ნაპოვნი, იქნებ მაია რჩეულიშვილის ციხეში ყოფნით არ წყდება დაზარალებულთათვის ბინების დაბრუნების პრობლემა, იქნებ მძიმე ავადმყოფობამ, რომელოც ასე თავს დაატყდა ამ ოჯახს, ჰუმანური და კანონიერი გამოსავალი მოგვაძებნინოს. ახლა იმედზე დაიწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერვიუ, რომელიც დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ. მომწერეთ, რას ფიქობთ, სად არის გამოსავალი, _ წერს ეკა ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

_ ვახო გამაგრდი! გთხოვ! შენზე მაგარი ძმაკაცი მე არ მყავს! _ წერს ვახტანგ რჩეულიშვილის მეგობარი საკუთარ ფეისბუქზე.

Ambebi.ge ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობის გასარკვევად, მაია რჩეულიშვილის დისშვილს, ჟურნალისტ ნინო დარასელს დაუკავშირდა:

_ ბოლო დროს ვახო ხშირად გრძნობდა თავს შეუძლოდ. რამდენიმე დღის წინ გაიკეთა გამოკვლევა და მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ახლა გათიშული წევს რეანიმაციაში.
_ რა დიაგნოზი დაუსვეს?
_ სიმსივნე დაუდგინდა… მეტასტაზები მთელს ორგანიზმშია წასული. მაიამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის.