ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობა ელვის სისწრაფით დამძიმდა

ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობა ელვის სისწრაფით დამძიმდაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოხვდა.
რუსუდან კერვალიშვილმა, რომელიც ვახტანგ რჩეულიშვილის მეუღლის და არის, ,,ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
_ ახლა ჩვენ კლინიკაში ვართ. დაახლოებით პირველი მარტვისთვის საერთო სისიუსტე დაეწყო. თუმცა, მანამდეც ჯანმრთელობის მხრივ კარგად არ იყო, მაიას მდგომარეობის შემდეგ დღითიდღე უარესად იყო, ეს მდგომარეობა თანდათან გაღრმავდა. ბოლოს ამ ყველაფერს თან დაერთო ძალიან ძლიერი წელის ტკივილები, რის გამოც მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევები ჩაიტარა და რამდენიმე მეტასტაზი აღმოაჩნდა.
პირველადი კერის დადგენის პროცესში, რათა მკურნალობის სტრატეგია განსაზღვრულიყო ე.წ. ბიოფსია გაუკეთდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეუძლებელი გახდა პირველადი კერის დადგენა. ამ პროცესში ვიყავით, როდესაც სრულიად მოულოდნელად დაკარგა კონტაქტურობა და ერთბაშად გართულდა მდგომარეობა.
_ როდის გართულდა მდგომარეობა?
_ ორშაბათ საღამოს უკვე ძალიან მძიმედ იყო. ელვის სისწრაფით განვითარდა პროცესი. გუშინ საერთოდ არ იყო კონტაქტური. ძალიან ძლიერი შფოთვა და ეიფორია ჰქონდა. ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ წუთში არ იტანჯება. მეტს არაფერს ვთხოვ ღმერთს.
კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ექიმი ცისმარ ალადაშვილი:
_ ამ დროისთვის ბატონი ვახტანგის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გუშინაც, დღესაც ის რჩება სამედიცნო კლინიკაში, მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება დიაგნოზსს, საკმაოდ რთული დიაგნოზია.

ნანახია მრავლობითი, მეორადი დაზიანებები, რომელიც მეტასტაზურ დაზიანებას შეესაბამება, რომელიც ვერცელდება მუცლის ქრონიკული დაავადების ფონზე. ადგილი აქვს სიმსივნეს, ამან შექმნა მდგომარეობა, რომელიც მეტაბოლურ დარღვევებს შეესაბამება და აქედან არის გამოწვეულ ენცეფალოპატიას. მდგომარეობა მძიმეა, კლინიკურად რთული სურათია. თუმცა, ამ დროისთვის მართვადია.
„ახალი თაობა“, ნათია ხურცილავა