2016-ში სკოლა დაოჯახების მიზეზით 299-მა მოსწავლემ მიატოვა

2016-ში სკოლა დაოჯახების მიზეზით 299-მა მოსწავლემ მიატოვაგასული წლის განმავლობაში დაოჯახების მიზეზით საჯარო სკოლებში სწავლა 299-მა მოსწავლემ შეწყვიტა. ასეთია ginsc.net-ისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემები. რეგიონების მიხედვით კი ქვემო ქართლი ლიდერობს, სადაც სწავლა ნაადრევი ქორწინების გამო 90-მა მოსწავლემ შეწყვიტა.ოფიციალური სტატისტიკით გასული წლის განმავლობაში საქართველსო საჯარო სკოლებში სწავლა სულ 1.1140-მა მოსწავლემ შეწყვიტა, სხვადასხვა მიზეზით. მათ შორისაა ამორიცხვა, გარიცხვა და სტატუსის შეჩერება.

2017 წლის იანვრამდე კანონის მიხედვით 18 წლამდე მიუღწეველ პირთა ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იყო შესაძლებელი, თუმცა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული ახალი საკანონმდებლო ნორმის თანახმად, ქორწინება აღარც სასამართლოს ნებართვით არის შესაძლებელი.

ნიუპოსტი