ასწლოვანი ტიტას ხე მახინჯაურში ზღვიდან ხმელეთზე დააბრუნეს

ასწლოვანი ტიტას ხე მახინჯაურში ზღვიდან ხმელეთზე დააბრუნესტიტას ხე, რომელიც მახინჯაურში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში იყო გაჩერებული, ხმელეთზე დააბრუნეს. ამის მიზეზად კომპანია „გზაში“ ტექნიკურ პრობლემებს ასახელებენ.

როგორც ცნობილია, ბარჯა წყალში ნახევრად ჩაიძირა და სწორიედ ამიტომ მოუწიათ 300-წლოვანი ხის უკან დაბრუნება.

შემდგომი სამუშაოების ჩასატარებლად კომპანიის თანამშრომლებიც ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.

გუშინ მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხის გადატანა ადგილზე ენმ-ის წარმომადგენლებმა და გარემოს დამცველებმა გააპროტესტეს.