Google-ის საერთაშორისო შეჯიბრში ქართველი პროგრამისტების გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა

Google-ის საერთაშორისო შეჯიბრში ქართველი პროგრამისტების გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავაპარიზში გაიმართა კომპანია Google-ის მიერ ორგანიზებული შეჯიბრის, Hashcode-ის ფინალური რაუნდი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ევროპის, აფრიკის და შუა აღმოსავლეთის პროფესიონალ და სტუდენტ პროგრამისტებს.
ქართულმა გუნდმა All In (ნიკა ჯიმშელეიშვილი, გიორგი საღინაძე, ირაკლი მერაბიშვილი და აკაკი მამაგეიშვილი) წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
იქედან გამომდინარე, რომ აკაკი მამაგეიშვილი კონკურსში შვეიცარიიდან მონაწილეობდა, მე-2 ადგილზე გასულ ქვეყნად საქართველოსთან ერთად შვეიცარიაცაა მითითებული.
შეჯიბრის საწყის ეტაპზე 70-მდე ქვეყნის 26.000 პროგრამისტი მონაწილეობდა.