ხანძარი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში

  ხანძარი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოშიტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ხანძარს აქრობენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ნაწილსაც მოედო.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადაგდებული სიგარეტის ნამწვია, რის გამოც ხეს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო -სამაშველო სამსახური იმყოფება. ცეცხლის ლოკალიზება ადვილად მოხერხდა.