დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პროკურატურაში მიიწვიეს

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პროკურატურაში მიიწვიეს2017 წლის 6 აპრილს პროკურატურასთან დაწყებული მიმოწერა 3 მაისს დასრულდა.

მთავარი პროკურორის სახელზე გაგზავნილ წერილს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებლივი დევნის სამმართველოს უფროსმა, ალექსანდრე მუყასაშვილმა უპასუხა – დვალი და აქიმიძე ჯერ კიდევ 2015 წლის 16 თებერვალს იქნენ ცნობილი დაზარალებულად და სისხლის სამართლის საქმის გასაცნობად პროკურატურაში მიიწვია.

აქიმიძე და დვალი პროკურატურაში მისვლას უახლოეს დღეებში აპირებენ.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ პროკურატურას წელს ორჯერ მიმართეს ისინი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გადაცემას და მათ მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ითხოვდნენ.

ნიუპოსტი