კახა ბექაურმა და ეკა ბერიძემ შარშან ნახევარ მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღეს

კახა ბექაურმა და ეკა ბერიძემ შარშან ნახევარ მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღესსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ოჯახმა გასულ წელს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო.

ამის შესახებ კახა ბექაურის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2017 წლის 1 მაისს შეავსო.

გასული წლის განმავლობაში, კახა ბექაურმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობისთვის 233.988,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, რაც თვეში დაახლოებით 19.500 ლარია.

მისი ოჯახის შემოსავლები მხოლოდ ამ თანხით არ შემოიფარგლება.

გარდა ამისა, ბექაურის მეუღლეს, ეკა ბერიძეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-იდან, სადაც ის კომუნიკაციების დირექტორის  პოზიციას იკავებს, გასულ წელს 303.575,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

კახა ბექაურს კი, შპს „რითეილ ფროფერთიზ“-იდან, სადაც ის შპს-ს პარტნიორია (თანაპარტნიორები გიორგი ჩხეიძე; გოჩა ცქიტიშვილი), მხოლოდ გასულ წელს 28.766,16 ლარი მიუღია.

კიდევ სამი შპს-დან (შპს „ორი ნაბიჯი“, შპს „მეგაპოლის კლასიკი“;  შპს „სხვა არხი“) კი, სადაც ბექაურის წილები აქვს, დეკლარაციის მიხედვით, შემოსავალი გასულ წელს მიღებული არ მიუღია.

რაც შეეხება დეკლარაციის შევსების მომენტში კახა ბექაურის ანგარიშებზე არსებულ თანხებს, კახა ბექაურს “თი–ბი–სი ბანკის” შემნახველი ანგარიშზე 12.050,59 გირვანქა სტერლინგი; ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 52.510,98 დოლარი;  3.516,46 ევრო და 29.355,11 ლარი ჰქონდა. პროკრედიტ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 58,06 დოლარი ერიცხებოდა. “ქართუ ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე კი, 56.667,00 დოლარი ჰქონდა.

ეკა ბერიძეს  “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე  1.022,07ლარი; 3,32 დოლარი და  3,26 ევრო ჰქონდა. ხოლო “თი–ბი–სი ბანკის” შემნახველ ანგარიშზე  28.098,21ლარი; 17.240,28 ევრო  და 20.000,00 დოლარი ჰქონდა. ხოლო ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე 45,55 დოლარი და  802,43 ევრო ერიცხებოდა.

gurianews.ge