მსოფლიოში ყველაზე ძვირი უძრავი ქონება მონაკოშია, მოსახლეობისთვის  ხელმიუწვდომელი კი ჰონკონგში

მსოფლიოში ყველაზე ძვირი უძრავი ქონება მონაკოშია, მოსახლეობისთვის  ხელმიუწვდომელი კი ჰონკონგშიმსოფლიოში ყველაზე ძვირი უძრავი ქონება მონაკოშია – ამ ქალაქ-სათავადოში პრემიუმ-კლასის ბინის საშუალო ფასი 1 კვ/მ 40 000 ევროს შეადგენს. კომპანია Savills-ის მონაცმებეით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მონაკოში ფასები 180%-ით გაიზარდა.

– ფასების ასეთი მაღალი ზრდა იშვიათობაა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისთვის. მაგალითად, ტოკიოში 10 წლის განმავლობაში ელიტური საცხოვრებელი სახლები მხოლოდ 13%-ით გაძვირდა, 1 კვ/ მ.-ზე 29 200 დოლარამდე, შანხაიში ზრდა უფრო შთამბეჭდავი იყო – 248%, თუმცა საბოლოო ფასი მაინც ბევრად ნაკლებია – 11 900 დოლარი 1 კვ/მ. – აღნიშნავენ კომპანიის ანალიტიკოსები.

თუმცა, ასეთი მაღალი ფასების მიუხედავად, მესამე წელია, მონაკოშო წლიურად იყიდება 2 მლრდ. ევროს საცხოვრებელი ფართი, რაც გამოწვეულია დიდი მოთხოვნით და მცირე მიწოდებით. კერძოდ, 2016 წელს გაიყიდა მხოლოდ 553 ობიექტი, რაც თითქმის არ განსხვავდება 2015 წლის მონაცემებისგან – 547.

საშუალოდ, მონაკოში ახალი ბინა ღირს 13, 7 მლნ. ევრო, რაც 3-ჯერ ნაკლები, ვიდრე მეორადი. 2016 წელს გაყიდული 533 ობიექტიდან მხოლოდ 33 იყო ახალი – ეს შეადგენს გარიგებების 6%-ს.

Savills-ს ექსპერტების აზრით, ეს აიხსნება იმით, რომ მონაკოში ძალიან ბევრია 1960-1970 წლებში აშენებული სახლები, რომელთა დიდი ნაწილი საჭიროებს განახლებას და რემონტს.

კომპანიის მიერ შედგენილ ყველაზე ძვირი ბინების რეიტინგში ასევე შედის ისეთი ქალაქები როგორც მოსკოვი (11 700 ევრო 1 კვ.მ, ეს 26%-ით მეტია, ვიდრე 10 წლის წინ), ჰონკონგი (39 100 ევრო, +111%), ლონდონი (17 600 ევრო, +70%), ნიუ-იორკი (16 700 ევრო, +45%), პარიზი (11 900 ევრო, +32%), სინგაპური (10 200 ევრო, +75%).

დუბაიში, სადაც ელიტური უძრავი ქონების მიწოდება აღემატება მოთხოვნას, ფასები დაეცა 10 წლის განმავლობაში 8%-ით და ამჟამად 1 კვ/მ შეადგენს 6 100 ევროს.

ამავე დროს, ანალიტიკურმა ცენტრმა Demographia-ამ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნებში უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის საკითხი – ანუ, რამდენად შეესაბამება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები ფასებს საცხოვრებელ ფართზე.

აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებისთვის ყველაზე ხელმიუწვდომელი უძრავი ქონება ჰონკონგშია, სადაც საშუალო ბინის ფასი 18,5-ჯერ აღემატება წლიურ საშუალო შემოსავალს, თანაც საუბარია გადასახადების გადახდამდე – რეალური შემოსავალი კიდევ უფრო დაბალია, და შესაბამისად, ბინები და სახლები – კიდევ უფრო მიუწვდომელი. ჰონკონგი იკავებს ამ რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მე-7 წელია.

Demographia-ს ანალიტიკოსებმა განიხილეს 406 ქალაქი 9 ქვეყანაში – ავსტრალიაში, ბრიტანეთში, ჰონკონგში, ირლანდიაშიმ კანადაში, ახალ ზელანდიაშო, სინგაპურში, აშშ-ში, და იაპონიაში.

ექსპერტები თვლიან უძრავ ქონებას შედარებით ხელმისაწვდომად მაშინ, როდესაც სხვაობა საშუალო ფასს და საშუალო შემოსავალს შორის მერყეობს 3-დან 4-მდე. უკიდურესად არახელმისაწვდომია უძრავი ქონება მაშინი, როდესაც ეს მაჩვენებელი აღემატება 5-ს.

ჰონკონგის შემდეგ მოდის ახალი ზელანდია (5,9), შემდეგ – ავსტრალია (5,5), სინგაპური (4,8), ბრიტანეთი (4.6), იაპონია (4,1), კანადა (3,9), აშშ (3,6), ირლანდია (3,4).

ჰონკონგის გარდა უძრავი ქონება ასევე არახელმისაწვდომია ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში (12,2), კანადურ ვანკუვერში (11,8), და ახალზელანდიურ ოკლენდში (10).

commersant.ge