ნინო კუზანოვას კარლო კეკელიძის სიკვდილში ადანაშაულებენ – ნანა კეკელიძე მის დასჯას ითხოვს

ნინო კუზანოვას კარლო კეკელიძის სიკვდილში ადანაშაულებენ - ნანა კეკელიძე მის დასჯას ითხოვსკლინიკა “ლანცეტში” ღვიძლის გადანერგვისას გარდაცვლილი კარლო კეკელიძის მეუღლე კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმის, ნინო კუზანოვას და კლინიკის იურისტის, გიორგი არჩვაძის დასჯას ითხოვს.

როგორც საზოგადოებრივს ნანა კეკელიძემ განუცხადა, კუზანოვა ოპერაციამდე მას და მის მეუღლეს დაჟინებით ჰპირდებოდა ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და არწმუნებდა, რომ ქირურგიულ ჩარევას გამოცდილი და ლიცენზირებული ექიმები განახორციელებდნენ.

– უნდა დაისაჯოს კუზანოვა. როგორ არ რცხვენია, როდესაც ამბობს, რომ მონაწილეობა არ მიუღია ამ დანაშაულში. მასთან ერთად უნდა დაისაჯოს კლინიკის იურისტი არჩვაძე, რომელიც ასევე დანაშაულის მონაწილეა, – განაცხადა ნანა კეკელიძემ.

ნანა კეკელიძის მეუღლე კარლო კეკელიძე გასული წლის მარტში, კლინიკა “ლანცეტში” ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახმა ოპერაციისთვის 99 ათასი ლარი გადაიხადა, მანამდე კი, რამდენიმე ათასი ლარის გამოკვლევებს დასჭირდა.

მსგავს საქმეებთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ “ლანცეტის” დირექტორი ფარმან ჯეირანლი დააკავა.

ნიუპოსტი