თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდებაკომპანია თელასის ცნობით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გლდანის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 17 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.