ეგვიპტის ვიზების აღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

ეგვიპტის ვიზების აღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელიეგვიპტეში გამგზავრების მსურველებს შეუძლიათ ვიზები ელექტრონული ფორმით აიღოს. ეგვიტის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ელექტრონული ვიზების შემოღებით, ქვეყანაში ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ნებისმიერ ტურისტს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია საელჩოში მისვლის გარეშე, ელექტრონულად შეავსოს ვიზის მისაღებად საჭირო საბუთები და ელექტრონულადვე გაადააგზავნოს. ამის გარდა, ელექტრონული ვიზის მფლობელები გამარტივებულად გაივლიან ქვეყანაში შესასვლელად საჭირო კონტროლის პროცედურებს.

ეგვიპტის ხელისუფლება ელექტრონული ვიზების მიღებას 1 ივნისიდან გეგმავდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ვადამ გადაიწია.