გიორგი ანდრიაძე: „თუ მღვდელი ანდრია სარია არ დატოვებს საპატრიარქოს უნივერსიტეტს, მე დავტოვებ თანამდებობას“

გიორგი ანდრიაძე: „თუ მღვდელი ანდრია სარია არ დატოვებს საპატრიარქოს უნივერსიტეტს, მე დავტოვებ თანამდებობას“– თუ მღვდელი ანდრია სარია არ დატოვებს საპატრიარქოს უნივერსიტეტს, მე ვტოვებ თანამდებობას, – ამის შესახებ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

ანდრიაძე საკითხთან დაკავშირებით პატრიარქს მიმართავს.

– გამოვიდა ოპონენტად მღვდელი სარია, საშუალება არ მომეცა პასუხის გაცემის. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგე მე, რომ ეს მღვდელი სარია დოქტურანტურაში სწავლობს საპატრიარქოს უნივერსიტეტში, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვარ მე. მივმართავ მორჩილებით და მოწიწებით პატრიარქს, თუ მღვდელი ანდრია სარია დარჩება აღნიშნული უნივერსიტეტის დოქტორანტად, მე დავტოვებ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. რადგან სარიას ქმედებები არაკანონიკურია, ანუ არღვევს უხეშად ეკლესიის კანონიკას და ეწინააღმედეგბა ჩვენი უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს. მღვდელი, რომელიც ასე იქცევა და უხეშად აფათურებს ენას და ხელს პატრიარქის ეპარქიაში, ამაში ვგულისხმობ მის პოზიციას, რომელიც მეუფე პეტრეს პოზიციის მსგავსია, პატრიარქს დარღვევებზე მიუთითებს მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ეს არის შფოთის შემოტანა ეკლესიაში, დაპირისპირების შემოტანის მცდელობა და დანაშაული. ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტია.

ეს ადამიანი უხეშად არღვევს ეკლესიის კანონებს, რადგან განიკითხავს პატრიარქს თავის ეპისკოპოსთან ერთად და ეს არის დიდი დარღვევა. არ შეიძლება ის საპატრიარქოს უნივერსიტეტის დოქტორანტი იყოს. მე მაგისთვის ვარ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომ დარღვევაზე რეაგირება მოვახდინო. ახლა მე რომ განცხადება დავწერო და დაველოდო კოლეგების რეაგირებას უნივერსიტეტში, ეს კიდევ შეიძლება დროში გაიწელოს. თუ ეს ადამიანი დარჩება დოქტორანტად, მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას, რადგან ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. გარდა განათლებისა, ადამიანებს აქ მოეთხოვებათ ეთიკის ნორმების დაცვა და თუ ეთიკის კოდექსებს არღვევს, ისინი შეიძლება გაირიცხონ. კვლავ ვითხოვ პირდაპირ ეთერს, გამოვიდნენ დებატებში მამალაძის ადვოკატები და მეუგე პეტრესაც გაუწიონ ადვოკატობა, – განაცხადა ანდრიაძემ.