2 მეთევზე მდინარე ხობისწყალზე ვერტმფრენით გადაარჩინეს

2 მეთევზე მდინარე ხობისწყალზე ვერტმფრენით გადაარჩინესჩხოროწყუს სოფელ  ხაბუმეში, მდინარე ხობისწყალზე სამაშველო ოპერაცია  წარმატებით დასრულდა.

ორივე მეთევზე მდინარე ხობისწყალში მდებარე პატარა კუნძულიდან ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

მდინარე ხობისწყლის ადიდების გამო ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ორი ადამიანი, რომლებიც სათევზაოდ იყვნენ წასულნი, მდინარეში პატარა კუნძულზე ჩარჩნენ.

როგორც imedinews-ს ჩხოროწყუს გამგებელმა დავით გოგიამ განუცხადა, ადგილობრივების მდინარიდან გამოყვანა ვერ ხერხდებოდა, რადგან წყლის დონე იმატებდა და უკვე თითქმის კუნძულსაც ფარავდა. გამგებლის თქმით, მეთევზეების გადასარჩენად მეტმფრენი გამოიძახეს.