ანაკლიაში 26 წლის იკა ბუკია ზღვაში დაიხრჩო

ანაკლიაში 26 წლის იკა ბუკია ზღვაში დაიხრჩოანაკლია-განმუხურის ხიდთან 26 წლის იკა ბუკია ზღვაში დაიხრჩო.
როგორც „ნიუპოსტის“ კორესპოდენტს გარდაცვლილის მეგობრებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ნასვამი მდგომარეობაში ზღვაში შევიდა და ის გულის შეტევით გადაიცვალა.
ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.