ანსამბლ “ლამპრების” ქორეოგრაფს თავის ქალის, ნეკნებისა და კიდურების მოტეხილობა აქვს

ანსამბლ "ლამპრების" ქორეოგრაფს თავის ქალის, ნეკნებისა და კიდურების მოტეხილობა აქვსსაბავშვო ანსამბლის “ლამპრების” ქორეოგრაფს, რომელიც ტრაბზონთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად სერიოზულად დაშავდა, თავის ქალის, ნეკნების და კიდურების მოტეხილობები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ბავშვებით სავსე ავტობუსი ტრაბზონთან ავარიაში მოხვდა. ავტობუსი, რომელსაც ცეკვის ანსამბლი ბულგარეთში გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და ამოყირავდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაშავებულია 38 ადამიანი, მათგან უმეტესობა 9-დან 13- წლამდე ასაკის ბავშვია. მოზარდები თურქულ კლინიკებში არიან გადაყვანილნი.

ნიუპოსტი