ქობულეთში მაშველებმა მშობლებს დაკარგული 4 წლის ბიჭი დაუბრუნეს

ქობულეთში მაშველებმა მშობლებს დაკარგული 4 წლის ბიჭი დაუბრუნესქობულეთში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა კიდევ ერთი პატარა დაუბრუნეს მშობლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სააგენტო ავრცელებს.

– სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 წლის ბიჭი დაიკარგა. წყალზე მაშველებმა ოპერატიულად დაიწყეს პატარა დამსვენებლის საძიებო სამუშაოები. მას მშობლებისგან 3 კილომეტრის მოშორებით, უმოკლეს დროში მიაკვლიეს. იმ დროისათვის, ბავშვი იყო განცალკევებით და თამაშის დროს ზღვაში შედიოდა. მაშველებმა ის სწორედ ამ დროს, წყლიდან გამოიყვანეს, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისივე ცნობით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარებით, ბიჭი უკვე მშობლებთან იმყოფება.

დღეს, რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც მაშველებმა ქობულეთში დაკარგული 6 წლის გოგო იპოვეს.

იმედინიუსი