დემირელის კოლეჯი დაიხურა – მოსწავლეები და მშობლები 5 სექტემბერს დიდ აქციას გამართავენ

დემირელის კოლეჯი დაიხურა - მოსწავლეები და მშობლები 5 სექტემბერს დიდ აქციას გამართავენგანათლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის მასწავლებლებსა და მოსწავლეების საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაანაწილებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

– დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები, თუმცა ამავდროულად ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ მათი სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ წარიმართოს. რამდენიმე კერძო სკოლასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ მიიღონ დემირელის კოლეჯის მოსწავლეები და მასწავლებლები. გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში ვაცნობებთ, – აღნიშნა განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმღვანელმა ნატა ასათიანმა.

თბილისში დემირელის სახელობის კერძო სკოლა დაიხურა. როგორც “იმედის” ჟურნალისტს სკოლის დირექტორმა განუცხადა, სასწავლო წლის დაწყებას დაწყებას 300-ზე მეტი მოსწავლე ელოდებოდა. დემირელის სკოლის დირექტორი ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი შეფასებებისგან, თუ რა გახდა რეალურად სკოლის დახურვის მიზეზი, თუმცა ამბობს, რომ მთელი წელია ამაზე საუბარი. ის წუხილს გამოთქვამს, რომ სკოლა, რომელიც პრემიერმა სამ საუკეთესო სკოლათა შორის დაასახელა,  ასე მარტივად დაიხურა.

როგორც „იმედისთვის“ გახდა ცნობილი, დემირელის სკოლის მოსწავლეები და მშობლები 5 სექტემბერს განათლების სამინისტროსთან მასშტაბურ აქციას გამართავენ.

დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

იმედინიუსი