ძლიერი ქარის გამო სოფელ დაბაში ხანძარი კვლავ გაძლიერდა

ძლიერი ქარის გამო სოფელ დაბაში ხანძარი კვლავ გაძლიერდაძლიერი ქარის გამო სოფელ დაბაში ხანძარი კვლავ გაძლიერდა, შედეგად გაიზარდა დაკვამლიანებაც. ხანძართან ბრძოლა არსებული ვითარების გამო გართულდა. ეროვნული სატყეო სამსახურის უფროსის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, იწვის 5 ჰექტრამდე ტერიტორია.

– ხანძარი თითქმის ლოკალიზებული იყო, უბრალოდ, ახლა ხელს ქარი გვიშლის, ვერტმფრენი აგრძელებს მუშაობას. იწვის 2008 წლის აგვისტოს ომის ხანძრის დროს განადგურებული ხმელი ხეები. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ტყის მასივზე არ გადასულიყო ხანძარი. ამ დროისთვის, იგივე ტერიტორიაზე ხდება ხანძრის გააქტიურება. თუ ქარმა ძალიან არ მოიმატა, არამგონია ცეცხლი გავრცელდეს სხვა პერიმეტრზე,- აცხადებს თორნიკე გვაზავა.

ნიუპოსტი