ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს

ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებსსინოპტიკოსების ცნობით, 6 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის მაღალმთიან რაიონებში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35-40 გრადუსი იქნება, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი 28-33 გრადუსამდე.

8-9 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს. შავი ზღვის სანაპირო ზოლში კი, 33-35 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 6 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35-38 გრადუსი იქნება, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, რომელიც  ტემპერატურაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს.