ისნის ბაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენ

ისნის ბაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენისნის მეორადი ავტონაწილების ავტობაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენ. დამწვარი ტერიტორია მათ სპეციალური ღობით აქვთ შემოსაზღვრული და დაზარალებულები ამ დროისთვის შიგნით შესავლას ვერ ახერხებენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაზარალებულებმა განუცხადეს, განადგურებულია თითქმის ყველაფერი.
– დამწვარია ყველაფერი. შიგნით შესვლას აზრიც კი არ აქვს. პირველ რიგში ზარალის ანაზღაურებას ვითხოვთ ადმინისტრაციისგან. შემდეგ კი სახელმწიფოსგან, თუკი რამით დაგვეხმარება, – აცხადებენ დაზარალებულები.