სასტუმრომ ”ქრაუნ პლაზა ბორჯომი” მაშველები და მეხანძრეები საკვებით და წყლით მოამარაგა

სასტუმრომ ”ქრაუნ პლაზა ბორჯომი” მაშველები და მეხანძრეები საკვებით და წყლით მოამარაგასასტუმრომ ”ქრაუნ პლაზა ბორჯომი” ბორჯომის ხეობაში მომუშავე მაშველები და მეხანძრეები სასმელი წყლით და საკვებით მოამარაგა. ინფორმაციას თავად სასტუმროს ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება და სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ამ პროცესში სასტუმრო “ქრაუნ პლაზა ბორჯომი” აქტიურად არის ჩართული. სასტუმროს ადმინისტრაციამ მაშველები და მეხანძრეები სასმელი წყლით და საკვებით მოამარაგა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს სოციალურ პასუხსიმგებლობას და ხანძრის ლოკალიზების შემდეგ შევუერთდებით და ორგანიზებას გავუწევთ ხის დარგვის აქციებს დაზიანებულ ტერიტორიებზე”,- ნათქვამია განცხადებაში.
უკვე მესამე დღეა ბორჯომში, სოფელ წაღვერთან ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის 12 ჰა ტერიტორია უკვე დამწვარია. ადგილზე მუშაობს 500-მდე მაშველი და საჰაერო ტექნიკა.
ბიზნესმედია