შავშვებში ხანძარი ლოკალიზებულია

შავშვებში ხანძარი ლოკალიზებულიაგორის მუნიციპალიტეტში, შავშვები-ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ხანძრის სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს – ამის შესახებ განცხადებას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ბრიგადა ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.
ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე და გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც მაშველებთან ერთად ხანძრის ლოკალიზებაში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას.
ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 20 ჰა სახნავ-სათესი მიწის ფართობი. ხანძრის გამოწვევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ინტერპრესნიუსი