შიმშილობა ბათუმელმა რკინიგზელებმაც დაიწყეს

შიმშილობა ბათუმელმა რკინიგზელებმაც  დაიწყესსაქართველოს რკინიგზასთან მოშიმშილეებს ბათუმელი კოლეგები შეუერთდნენ.

რკინიგზელები რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას და ინფრასტრუქტურის სამსახურის დირექტორის ვასილ ხორავას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლები სამუშაო ადგილის შეცვლას აპროტესტებენ. ისინი დღეს დილიდან რკინიგზის დეპარტამენტთან იმყოფებიან და აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობამ ისინი სამუშაოდ მარნეულში გადაიყვანა, თუმცა მათი მგზავრობის და საცხოვრებელ ხარჯებს არ უზრუნველყოფს.

საქართველოს რკინიგზასთან შიმშილობის აქცია უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს.