სოფელ შავშვებთან ხანძარია

სოფელ შავშვებთან ხანძარიაშიდა ქართლში, სოფელ შავშვებთან რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს მიწის ფართობზე ხანძარია. როგორც „ინტერპრესიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო.
ხანძრის კერასთან ახლოს დასახლებული პუნქტია.
ცეცხლის ლოკალიზებას საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრეების რამდენიმე ჯგუფი ცდილობს.

როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძრის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ინტერპრესნიუსი