დიმიტრი ლორთქიფანიძის სახლი დაიწვა – ,,სამი პატარა, მეუღლე და სიდედრი ბეწვზე გადაურჩნენ კვამლით გაგუდვას“

დიმიტრი ლორთქიფანიძის სახლი დაიწვა - ,,სამი პატარა, მეუღლე და სიდედრი ბეწვზე გადაურჩნენ კვამლით გაგუდვას“პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ლორთქიფანიძის სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თავად პოლიტიკოსი აქვეყნებს.

როგორც თავად დიმიტრი ლორთქიფანიძე წერს, ხანძრის დროს სახლში სამი პატარა, მეუღლე და სიდედრი იმყოფებოდნენ.

,,მადლობა თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის! ზარები არ წყდება და ქსელშიც უამრავი პასუხგაუცემელი გზავნილი დაგროვდა… ღვთის დიდი წყალობით გადავრჩით უმძიმეს შედეგს, სამი პატარა, მეუღლე და სიდედრი ბეწვზე გადაურჩნენ კვამლით გაგუდვას და დაწვას სახლში, რომელსაც გუშინ ღამით 01:30 ზე გაუჩნდა მოულოდნელად ცეცხლი და დილის 7:30 მდე თბილისის, მცხეთისა და დუშეთის გაერთიანებული ბრიგადები ებრძოდნე!

იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზა რეალურ ფაქტებთან სრულ შესაბამისობაში დადებს დასკვნას და გამოძიება თავის სიტყვას იტყვის ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით!“, – წერს დიმიტრი ლოთქიფანიძე.