საქართველოს ზღვიდან ციკლონი მოუახლოვდა – ბათუმში ძლიერი ღელვაა

საქართველოს ზღვიდან ციკლონი მოუახლოვდა - ბათუმში ძლიერი ღელვააშავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ციკლონი იწყებს გავრცელებას რომლის ზემოქმედებითაც ამინდის ყველა ელემენტი გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და სეტყვა. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ნალექი,. ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი წამში, 90 კმ/სთ.

ამ დროისთვის ზღვაზე ძლიერი ღელვაა. ტალღების სიმაღლე 5 მეტრს მიაღწევს. მდინარეებში წყლის დონე მკვეთრად მოიმატებს.

ნიუპოსტი