”შორენა თეთრუაშვილი მოითხოვდა პატრიარქის ნაღველის წაღებას თბილისში” – სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან

”შორენა თეთრუაშვილი მოითხოვდა პატრიარქის ნაღველის წაღებას თბილისში” - სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდანციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის ჩვენებას ,,ტვ პირველი“ ექსკლუზიურად ასაჯაროებს.
ჩანაწერის მიხედვით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი იხსენებს, რომ პატრიარქის მდივან რეფერენტი პატრიარქის ნაღვლის ბუშტის გერმანიიდან საქართველოში წამოღებას დაჟინებით მოითხოვდა.

,,ის (შორენა თეთრუაშვილი) დაჟინებით მოითხოვდა პატრიარქის ნაღველის წაღებას თბილისში. როცა ეს თქვა, ჩვენმა ექიმმა ქალბატონმა ცისანამ უთხრა, უნდა გაერკვიათ. პროფესორმა უთხრა, რომ ასეთი რამე არ არსებობს,“ – ამბობს ოხანაშვილი ჩანაწერში.

ნიუპოსტი