რატომ წავიდა ელიზბარ მუჯირი ეკლესიაში და როგორ მოხვდა ანტისაბჭოთა ჯგუფში – უცნობი დეტალები მეუფე შიოს ერისკაცობიდან

რატომ წავიდა ელიზბარ მუჯირი ეკლესიაში და როგორ მოხვდა ანტისაბჭოთა ჯგუფში - უცნობი დეტალები მეუფე შიოს ერისკაცობიდანმეუფე შიოს (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) ახალგაზრდობას და სკოლის პერიოდი გაიხსენეს ტვ ,,იბერიას“ ეთერში გადაცემა ,,პრიორიტეტებში“ გიო მგელაძემ და ირაკლი კაკაბაძემ. მათ ცნობილი ფოტოს ისტორიაც გაიხსენეს, სადაც ერთად არიან პრეზიდენტი მარგველაშვილი, მეუფე შიო, ლევან ვასაძე, გიო მგელაძე, ირაკლი კაკაბაძე და მამა გრიგოლი.

– ბავშვობაში ბუტას ეძახდნენ… მე მითხრა, როცა ეკლესიაში გადაწყვიტა წასვლა. ეს გზა გადაწყვიტა არა იმიტომ, რომ რამე პრობლემა ჰქნოდა… მოდის და მეუბნება, სასულიერო სემინარიაში მინდა სწავლაო. პრობლემისა და წარუმატებლობის გამო არ წასულა. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა. ფოტო ალბომი რომ ნახოთ, მის ყველა თაობაში არიან სასულიერო პირები. დაინტერესდა თეოლოგიით. ვკითხე, რა გინდა სემინარიაშითქო და მითხრა, მერე აკადემიაში მინდა სწავლა გავაგრძელოო. ის პერიოდი ჰქონდა, როცა მობეზრდა მუსიკა… ჩელოზე დაკვრა… ვუთხარი, ცოტა დაისვენე, აზრზე მოდი და მერე გადაწყვიტე, სად მიდიხართქო. წავიდა და 5 წლის მერე დაბრუნდა ქალაქში, მალევე ბერად აღკვეცეს. 5 წელი თითქმის ქალაქში არ ყოფილა, – იხსენებს გიო მგელაძე.

– ეს იყო ძალიან სერიოზულად მოაზროვნე ადამიანი ღრმა ბავშვობიდან, მასზე რომ ვინმე მომხდარიყო გავლენა, ეს გამორიცხულია. მას ჰქონდა უაღრესად სეკულარული განათლება და გარდა ამისა, იყო ძალიან იმედის მომცემი მუსიკოსი. იყო მართლა ვარსკვლავი, – ამბობს ირაკლი კაკაბაძე და მამა შიოს ეკლესიასთან პირველ შეხებას იხსენებს:

– როცა პავლე ინგოროყვა, გიოს ბაბუა გარდაიცვალა, ერთერთი მთავარი პირი როსტომ ჩხეიძეც იყო მაშინ, 1983 წელია, ცეკას მდივნები მოდიოდნენ და იყო რეპრესიული პერიოდი, ანდროპოვია საბჭოთა კავშირის სათავეში, მწერალთა კავშირიდან იყო გამოსვენება, მაშინ მოინათლა გიო და მე და ელიზბარი ვიყავით ნათლიები. მისთვის იმდენად უცხო იყო ეკლესიის სამყარო, რომ ამაზე მე და გიო ვშაყირობდით“.

რაც შეეხება ცნობილ ფოტოს, ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ ეს ფოტო გაზეთ თბილისის კორესპონდენტის მიერაა გადაღებული და ამავე გაზეთში გამოქვეყნდა მასალა, სადაც ანტისაბჭოთა ჯგუფის შესახებ იყო საუბარი.

– 1987-88 წელია, თუ არ ვცდები, იყო გაზეთში ინტერვიუ, გაზეთ თბილისში, იქ ამ ექვსეულის მონათვლა პრესისთვის მოხდა. მანამდე ვუშვებდით ანტისაბჭოთა ჟურნალს, ამ ფოტოზე ვართ უკვე მეორე კურსზე. გაზეთ თბილისის კორესპონდენტმა გადაიღო ეს ფოტო… არჩილ გოგელია იყო რედაქტორი და ანტისაბჭოთა ჯგუფი წარმოაჩინეს ამ ფოტოთი, სადაც ვითხოვდით საქართველოს დამოუკიდებლობას. ელიზბარი ამ გაზეთის ამ ნომერში მოხვდა მხოლოდ, ჯგუფის აქტიური წევრი არ ყოფილა მაშინ, – ამბობს ირაკლი კაკაბაძე.

ნიუპოსტი