ბათუმის საავადმყოფოდან რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკი დაიკარგა – ექთანი ქალი ამის შემდეგ არავის უნახავს

ბათუმის საავადმყოფოდან რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკი დაიკარგა - ექთანი ქალი ამის შემდეგ არავის უნახავსბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. ფაქტს ადასტურებს კლინიკის დირექცია.

რამდენიმე წუთის წინ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კლინიკის ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

ადვოკატის განცხადებით, გამოძიება დაადგენს დეტალებს და სავარაუდოდ პასუხისმგებელი პირის ბრალეულობა გამოიკვეთება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მედიკამენტებზე, ექთანი ქალია. ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის შემდეგ ის არავის უნახავს.

– გამოძიება დაწყებულია. არსებობს საკითხები, რაზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. დაკავებული ამ ეტაპზე არავინ არ არის,- განაცხადა ადვოკატმა.

გამოძიება 269-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას გულისხმობს.

იმედინიუსი