ლუკა ფეიქრიშვილი – “ეს რა ქენით ბიჭებო, მთელი უბანი ფეხზე ვართ და ვტირით, დღეიდან მეც გვამი ვარ…”

ლუკა ფეიქრიშვილი - "ეს რა ქენით ბიჭებო, მთელი უბანი ფეხზე ვართ და ვტირით, დღეიდან მეც გვამი ვარ..."ლუკა ფეიქრიშვილმა რამდენიმე საათის წინ ფეისბუქში დაწერა:

“ამ წამს დამირეკეს ჩემს გვერდით ორი ჩემი ბიძაშვილი დახოცილები იპოვესო, ჩემი ასაკის ბიჭები სასწრაფო მჭირდება ცუდად ვარ სისხლის გუბეები დგაასო გზაზეო მთელი საპატრულო აქ არისო არ ვიცი რა ხდება გული მაქ ცუდად”

რამდენიმე ხნის მერე კი მანვე დაწერა:

“ეს რა ქენით ბიჭებო,
მთელი უბანი ფეხზე ვართ და ვტირით,
აქ საერთოდ ყველა ტირის,
დათო და ლექსო აღარ არიან,
ორივე მოკლეს და ჩვენთან აღარ არიან,
26-28 წლის ბიჭები გაცივდნენ,
ლექსოს მეუღლე და შვილი ყავს,
კიდევ ორი დაჭრილი უბნელი საავდმყოფოშია მძიმედ,
რა ღამე და ახალი წელი დამიდგა,
დღეიდან მეც გვამი ვარ, უფრო სწორად მოსიარულე გვამი…”