სულხან საბა ორბელიანი – სიბრძნე სიცრუისა

სულხან საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა“მე მიყვარს კითხვა” – 12 თებერვლიდან გაზეთ “ახალ თაობასთან” ერთად იყიდება ამ სერიის წიგნი – სულხან-საბა ორბელიანი ”სიბრძნე სიცრუისა”.

ფასი გაზეთთან ერთად 7 ლარი.

გენიალურ ნაწარმოებში ,,სიბრძნე სიცრუისა’’ სულხან-საბა ორბელიანი მიმართავს ხალხურ სასაუბრო ენას, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ქართული პროზის განვითარებაზე. იგავ-არაკების ფორმის სიუჟეტის მწერალი ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრიცნიპებს და მის საფუძვლად შრომას, გონებრივ და ფიზიკურ წვრთნას მიიჩნევს; აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დაცემულობას; სამეფო კარიდან მოყოლებული, არც ერთი ფენის წარმომადგენელს არ ინდობს. მისი მამხილებელი სიტყვა ხშრად სატირიკოსის სიმძაფრეს აღწევს. თხზულება განმსჭვალულია ჰუმანიზმით, მეგობრობის მაღალი იდეალებით, ადამიანის პირად ღირსებათა პატივისცემით, ღრმა ეროვნული სულისკვეთებით, იმ კონკრეტული საკითხების მოგვარებაზე ზრუნვით რაც ხელს უშლიდა იმდროინდელ საქართველოს თავი დაეღწია პოლიტიკური თუ სოციალური უკუღმართობისაგან. ავტორი თავს არიდებს მშრალ მორალისტიკას და მიმზიდველად მოთხრობილ ამბებში ბუნებრივად აქსოვს ამა თუ იმ ბრძნულ აზრს, შეგონებას. მე -17 საუკუნის მწერლობის ეს იშვიათი ძეგლი თავისუფალი აზროვნების შემოქმედის შედევრია, რომელიც თავისუფლად შეიძლება ქართული გონებამახვილობის კატეხიზმოდ მივიჩნიოთ. (გ.ლეონიძე)