ლუკა ფეიქრიშვილი, რომელიც სახურავიდან გადმოხტომას აპირებდა, პოლიციამ ჩამოიყვანა – ვიდეო

ლუკა ფეიქრიშვილი, რომელიც სახურავიდან გადმოხტომას აპირებდა, პოლიციამ ჩამოიყვანა - ვიდეოავლაბრის მეტროსთან ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ახალგაზრდა მამაკაცი ლუკა ფეიქრიშვილი ჩამოიყვანეს. დაახლოებით ერთი საათის წინ მან გაავრცელა განცხადება, რომ თუ პოლიცია მის დევნას არ შეწყვეტდა, თავს მოიკლავდა.

„პრაიმტაიმი“ ამ ფაქტს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

ერთსაათიანი მუქარის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციას ჩამოსვლაზე დასთანხმდა. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძე მას დაჰპირდა, რომ არავინ აღარ შეეხებოდა.

„პრაიმტაიმთან“ ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ მისმა ჯარიმებმა 4 ათას ლარს მიაღწია, ვინაიდან პოლიციის მაღალჩინოსნის ბრძანებით, მას უსაფრდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფეიქრიშვილმა იგივე მოთხოვნით გასულ წელს კუს ტბაზეც სცადა თვითმკვლელობა. მაშინ მას განზრახვა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ გადააფიქრებინა.

https://www.facebook.com/luka9123official/videos/621735521621191/