ქართველი ქალი, რომელიც მელანია ტრამპს ჩოგბურთს ასწავლიდა

ქართველი ქალი, რომელიც მელანია ტრამპს ჩოგბურთს ასწავლიდაჯინო დო­ლი­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი ქარ­თულ ჩოგ­ბურთში და არამ­ხო­ლოდ ჩოგ­ბურთში, კარ­გად იცი­ან – ის 6 წელი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი იყო და დიდი მო­მა­ვა­ლიც ჰქონ­და, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში სპორ­ტს თავი და­ა­ნე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა.

ჩოგ­ბურ­თი, გა­ყიდ­ვე­ბი, მუ­სი­კა – ეს ის სფე­რო­ე­ბია, სა­დაც სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი უკვე მო­სინ­ჯა, თან წარ­მა­ტე­ბუ­ლად. ახლა კერ­ძო ბიზ­ნეს­შია და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის პოს­ტი უჭი­რავს. სურ­ვი­ლი აქვს, მსა­ხი­ო­ბო­ბაც სცა­დოს.

ჯინო დო­ლი­ნი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი იუ­რის­ტის, პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის, უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რის ანა დო­ლი­ძის დაა. ოჯახ­ზე, ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ზე ჯინო დო­ლი­ნი AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უამ­ბობს.

– თა­ვი­დან­ვე სპორ­ტუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და დე­დას სურ­და ხეზე ცოც­ვის გარ­და, სხვა­გა­ნაც და­მე­ხარ­ჯა ძა­ლე­ბი – ასე მოვ­ხვდი ჩოგ­ბურთზე. 7 წლის ვი­ყა­ვი რო­დე­საც პირ­ვე­ლად მი­ვე­დი, ორ წე­ლი­წად­ში კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­მო­მაჩ­ნდა, შე­სა­ბა­მი­სად სპორ­ტს სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე ხელი.

როცა მა­ღალ დო­ნე­ზე გა­და­ვე­დი, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, უნდა ამერ­ჩია ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ჩოგ­ბურ­თი, ან სწავ­ლა. დი­ლის 9 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს რვა სა­ა­თამ­დე მო­ე­დან­ზე ვი­ყა­ვი, ამი­ტომ სპორ­ტულ სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე ეკო­ნო­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, მაგ­რამ ჩემ­მა ოჯახ­მა ყვე­ლა­ფე­რი ჩადო ჩოგ­ბურთში, მყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მწვრთნე­ლე­ბიც, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ რენა აბ­ჟან­და­ძეს, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი რა­ღაც მას­წავ­ლა, რაც შემ­დეგ რო­გორც მწვრთნელ­მა გა­მო­ვი­ყე­ნე. სპორ­ტის გარ­და, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ მომ­ცა ჩოგ­ბურ­თმა და იქ შექ­მნილ­მა გა­რე­მომ.

– რა­ტომ ჩოგ­ბურ­თი?

– ჩოგ­ბურ­თე­ლი არა­ვინ მყო­ლია, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, მამა თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს, ხოლო დედა ფრენ­ბურ­თე­ლი იყო. ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ სპორ­ტს თავი და­ა­ნე­ბა. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და დე­დას ჩოგ­ბურ­თი, თავი გა­და­დო და ყვე­ლა­ფე­რი ჩადო რომ ჩოგ­ბურ­თე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია, მი­თუ­მე­ტეს 90-იან წლებ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამ ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა, რო­გორც ყვე­ლას, ჩვენს ოჯახ­საც უჭირ­და. ხში­რად ყო­ფი­ლა კონ­ფლიქ­ტი, რა დროს ჩოგ­ბურ­თია, საჭ­მე­ლი გვჭირ­დე­ბაო, მაგ­რამ დე­და­ჩე­მის და მწვრთნე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ყვე­ლა­ფერს ვა­ხერ­ხებ­დი. 6 წელი ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

12 წლის ასაკ­ში მქონ­და პირ­ვე­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბა. თურ­ქეთ­ში ჩა­ტარ­და ათა­თურ­ქის ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. იქ ავი­ღე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მაგ­რამ დე­დამ უცხო ქვე­ყა­ნა­ში არ დამ­ტო­ვა. ვერც მივ­ხვდი მა­შინ, რამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბა იყო იმ ტურ­ნი­რის მო­გე­ბა, მერე გა­ვი­აზ­რე.

ამის შემ­დეგ წა­ვე­დი მოს­კოვ­ში, იქ ვვარ­ჯი­შობ­დი სა­დაც ანა კურ­ნი­კო­ვა, ის სწო­რედ მა­შინ ხდე­ბო­და ჩოგ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი და ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო, მას ასე ახ­ლო­დან რომ ვუ­ყუ­რებ­დი. ისე­ვე რო­გორც მე, მა­საც დედა ახ­ლდა მო­ე­დან­ზე. ყო­ველ­თვის ვთვლი­დი, რომ დე­და­ჩე­მი ჩოგ­ბურ­თით ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ანა კურ­ნი­კო­ვას დედა ფე­ნო­მე­ნი იყო.

რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბებს ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ მი­ვე­დი იმ ეტაპ­ზე, როცა ვე­ღარ მივ­დი­ო­დი წინ, სპონ­სო­რი არ მყავ­და, თვე­ში ერთ ტურ­ნირ­ზეც ვერ მივ­დი­ო­დი, ამი­ტომ ჩოგ­ბურთს თავი და­ვა­ნე­ბე. პირ­ვე­ლი სამი თვე ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. არ ვი­ცო­დი რო­გორ უნდა მე­ცხოვ­რა ჩოგ­ბურ­თის გა­რე­შე, გა­რეთ არ გა­მოვ­დი­ო­დი. შემ­დეგ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ლე­ი­ლა მეს­ხის აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც დიპ­ლო­მა­ტებს ვა­ვარ­ჯი­შებ­დი ჩოგ­ბურთში და სა­ათ­ში 10 დო­ლარს მიხ­დიდ­ნენ. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

– ამე­რი­კა­ში რა ასაკ­ში წახ­ვე­დით?

– 18 წლის ვი­ყა­ვი რო­დე­საც ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად და თავი ვიგ­რძე­ნი რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში.

ამე­რი­კა­ში ერთ-ერთ VIP კლუბ­ში ვმუ­შა­ობ­დი. უამ­რავ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს ვა­ვარ­ჯი­შებ­დი, ბიზ­ნეს­მე­ნებს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მაგ­ნა­ტებს და ა.შ. ყვე­ლა­ზე “სე­ლებ­რი­თი” მათ შო­რის მე­ლა­ნია ტრამ­პი იყო. როცა მე­ლა­ნია მო­ვი­და, მე­ნე­ჯერ­მა ჩემი თავი შეს­თა­ვა­ზა ტრე­ნე­რად. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე იარა ჩემ­თან. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და უშუ­ა­ლო ქა­ლია. სხვა­ნა­ი­რად ჩოგ­ბურთში ვერც იქ­ნე­ბი, დამ­ჯე­რი იყო, რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი იმოძ­რა­ვე, მი­ჯე­რებ­და. ჩოგ­ბურთში ასეა, მწვრთნელს მი­ყავს ყვე­ლა­ფე­რი.

ბევ­რი კარ­გი მოს­წავ­ლე მყავ­და ამე­რი­კა­ში, ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კო­ლე­ჯე­ბის სტი­პენ­დი­ე­ბი მი­ი­ღეს იმის გამო, რომ ჩოგ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ კარ­გად. ბა­ნა­კიც მქონ­და ბრუკ­ლინ­ში, სა­დაც ორ­წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვე­ბი და­ყავ­დათ მშობ­ლებს, რომ­ლებ­მაც მხო­ლოდ ორი სი­ტყვა იცოდ­ნენ – “ჯინო” და “ტე­ნი­სი”.

ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე სხვა სფე­რო­ში მე­ცა­და თავი და გა­ყიდ­ვებ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ორი წელი ვი­მუ­შა­ვე. თბი­ლის­ში ბე­ბი­ა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ჩა­მო­ვე­დი, ერთი თვე მო­მი­წია აქ დარ­ჩე­ნა და მივ­ხვდი, სხვა ქა­ლა­ქი დავ­ტო­ვე და სხვა ქა­ლა­ქი დამ­ხვდა. ამე­რი­კი­დან უცებ ვერ წა­მო­ვი­დო­დი, ამი­ტომ, დრო­ე­ბით ისევ ჩა­ვე­დი იქ და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი სა­ცხოვ­რებ­ლად.

თბი­ლის­ში და­ვი­წყე კარ­დიო ჩოგ­ბურ­თის ჯგუ­ფე­ბი. ეს არის ფიტ­ნეს-გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც 1 სა­ათ­ში 900 კა­ლო­რი­ას წვავს და პლუს ჩოგ­ბურთს სწავ­ლობ. გა­ვა­კე­თეთ ჯგუ­ფე­ბი, სამი-ოთხი თვე ვმუ­შა­ობ­დით, მაგ­რამ მივ­ხვდი არას­ტა­ბი­ლუ­რი იყო და ამ საქ­მეს შე­ვეშ­ვი. ამის შემ­დეგ, გოლფ-კლუ­ბის და სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯმენ­ტში აღ­მოვ­ჩნდი, ახლა კი კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ. სულ ახალ-ახალ სფე­რო­ებს ვე­ჭი­დე­ბი, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. შავი კარ­კა­სი­დან და­ვი­წყეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი და შარ­შან გავ­ხსე­ნით კომ­პა­ნია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მზარ­დი ბიზ­ნე­სი აღ­მოჩ­ნდა.

– რო­დის გახ­დით ჯინო დო­ლი­ნი?

– ამე­რი­კა­ში როცა ბა­ნაკ­ში წა­ვე­დი, იქ უნდა მქო­ნო­და ­მეტ­სა­ხე­ლი, ავირ­ჩიე ჯინო და შემ­რჩა. ნიუ იორკში როცა გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ჩეკს მი­წერ­დნენ რო­გორც ჯი­ნოს, როცა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ვი­ღე, მივ­ხვდი რომ უნდა ამე­ღო ეს სა­ხე­ლი და ასე გავ­ხდი ჯინო დო­ლი­ძე დო­ლი­ნი.

– ყვე­ლა ამ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, მუ­სი­კა თქვე­ნი მთა­ვა­რი გა­ტა­ცე­ბაა – მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ჯეი ხართ. რო­დის შე­მო­ვი­და მუ­სი­კა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

– ყო­ველ­თვის მინ­დო­და მე­ცა­და დი­ჯე­ო­ბა, მაგ­რამ მე­ში­ნო­და. ერთ დღე­საც გა­დავ­წყვი­ტე, რა მოხ­და ვცდი, ჩავ­რთე “იუ­თუ­ბი”, გა­მო­ვი­წე­რე აპა­რა­ტუ­რა, სახ­ლში დავ­დგი სა­უ­თო­ვე­ბელ­ზე და ვცა­დე. ეს ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა. “ამ­ბა­სა­დო­რი” აღ­ნიშ­ნავ­და თბი­ლი­სო­ბას და ვთქვი, რა­ტო­მაც არა, და­ვუკ­რავ-მეთ­ქი, დაკ­ვრა და­ვი­წყე და და­ახ­ლო­ე­ბით 500 ადა­მი­ა­ნი აცეკვდა. ეს მე­სი­ა­მოვ­ნა, დიდი ენერ­გია მომ­ცა და გა­დავ­წყვი­ტე სიღ­რმი­სე­უ­ლად მეს­წავ­ლა ეს საქ­მე, მეტი პრაქ­ტი­კა გა­მევ­ლო.

თვე­ში ორ­ჯერ ვუკ­რავ სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე. სულ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი გა­მო­დის, მაგ­რამ მუ­სი­კა, რო­მელ­საც ვუკ­რავ, ღია სივ­რცეს უფრო უხ­დე­ბა.

– ჩოგ­ბურ­თის თა­მაშს ვე­ღარ ახერ­ხებთ?

– მე­სიზ­მრე­ბა რომ ვთა­მა­შობ, მაგ­რამ ვნა­ხე ძვე­ლი კო­ლე­გე­ბი და ვთქვით, რომ კვი­რა­ში ერთხელ ვი­თა­მა­შოთ, მაგ­რამ ჯერ არ შევ­კრე­ბილ­ვართ. მი­კავ­შირ­დე­ბი­ან მშობ­ლე­ბი, სურთ ბავ­შვებს ვას­წვა­ლო, მაგ­რამ ჩოგ­ბურ­თი თა­ვის გა­და­დე­ბას ნიშ­ნავს, როცა სხვა საქ­მე­ებს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ბავ­შვი ავიყ­ვა­ნო, რო­მელ­შიც იქეთ ჩავ­დებ თუნ­დაც ფი­ნან­სებს.

– მარ­თა­ლია ყო­ველ­თვის ცდი­ლობთ თავი აა­რი­დოთ ანა­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ გვერდს ვერ ავუვ­ლით. რას გვე­ტყვით თქვე­ნი დის – ანა დო­ლი­ძის შე­სა­ხებ…

– ანა­ზე ბევ­რს არ ვსა­უბ­რობ. სპორ­ტუ­ლი არ იყო, სულ სწავ­ლობ­და. სხვა­დას­ხვა გზა­ზე წა­ვე­დით ბავ­შვო­ბი­დან – მე სპორ­ტის­კენ, ის სწავ­ლის­კენ. დე­და­ჩე­მი ხში­რად ეჩხუ­ბე­ბო­და ანას, ამ­დენს ნუ სწავ­ლო­ბო. ჩოგ­ბურთზეც იარა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, კარ­გა­დაც გა­მოს­დი­ო­და, მაგ­რამ წიგნს ვერ აგ­დე­ბი­ნებ­დნენ ხე­ლი­დან. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან უყ­ვარს ვარ­ჯი­ში.

ბავ­შვო­ბა­ში ძი­რი­თა­დად შო­კო­ლა­დებ­ზე ვჩხუ­ბობ­დით. რა­მეს თუ და­ვა­შა­ვებ­დი, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ ბო­დი­ში მო­მე­ხა­და. რთუ­ლი პე­რი­ო­დის მი­უ­ხე­და­ვად კარ­გი ბავ­შვო­ბა გვქონ­და. ანა ჩემ­ზე ოთხი წლით უფ­რო­სია და სულ მისი ფრთის ქვეშ ვი­ყა­ვი, ყო­ველ­თვის ის მპატ­რო­ნობ­და.

ამბები