გადაცემა “პოსტსკრიპტუმის“ ყოფილი წამყვანი დავით კიკალიშვილი შესაძლოა, ტელესივრცეს დაუბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კიკალიშვილი ახლადგახსნილ ტელევიზია “ფორმულაში“ იწყებს მუშაობას. როგორც “2020NEWS-ს “ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშილმა განუცხადა, დავით კიკალიშვილთან მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს.
“დათო საქართველოში არ ცხოვრობს, თუმცა თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მასთან საუბარი მართლაც გვქონდა“, – განაცხადა ლაფერაშვილმა სააგენტოსთან საუბარში. კითხვაზე, უხელმძღვანელებს თუ არა დავით კიკალიშვილი ვენაში „ფორმულას“ ბიუროს, ლაფერაშილი გვპასუხობს: „ვნახოთ, ამ საკითხზე თავად დათოს გაესაუბრეთ“.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „ფორმულა“ ეთერს 1 ოქტომბერს დაიწყებს, ხოლო 5 ოქტომბერს საინფორმაციო გამოშვება გავა ეთერში, რომელსაც ელისო ჯარიაშვილი წაიყვას. ცნობისთვის, “ფორმულამ” მაუწყებლობის უფლება 29 აგვისტოს მიიღო. არხის საკონტროლო პაკეტი, 51 პროცენტი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ეკუთვნის.