22 დეკემბერს ამერიკაში მსოფლიო სცენაზე, კარნეგი ჰოლში საშობაო ფესტივალი დასრულდა, ტრადიციას წელსაც არ უღალატა, საქველმოქმედო ფონდმა :
,,მსოფლიო ტალანტები” რომლის დამფუძნებელიც ქართველი ბარიტონი დავით ღვინიანიძე გახლავთ და საოცარად შთამბეჭდავი ზეიმი შემოგვთავაზა . გვარად ღვინიანიძემ, რომელსაც მეღვინეობაც აქვს დამთვრებული და პროფესიონალი მეღვინე მამა ჰყავს კონცერტი უკვდავი ზაქარია ფალიაშვილის “ღვინოვ კახუროთი” გახსნა , სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად .
ეს სიმღერა სპეციალურად “დაისისთვის” დაიწერა, სადაც მას ცანგალა ასრულებს. “ღვინოვ კახურო” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაა. რამაც აღფრთოვანებაში მოიყვანა დარბაზი. ფონდმა ასევე ამ კონცერტისთვის მსოფლიოს სხვადასვა ქვყნიდან მოწვეულ ოპერის მომღერლებს მოუყარა თავი. კარნეგი ჰოლის სცენაზე იდგნენ ფონდის მიერ სულ ახლახანს ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულებიც. აღსანიშნავია რომ დავითის მოწვევით პირველად ამ დიდ სცენაზე პირველად წარსდგა ქართველი ბარიტონი, ევროპის ყველა დიდი სცენის მარგალიტი ბერლინში მოღვაწე , დავითის თანაქალაქელი გოჩა აბულაძეც ქარველი სოპრანო ანა კოლხიდაშვილი, მევიოლინე : სოფიო ხურცილავა, სწორედ სოფიოს და დავითის ნომერი კრიტიკოსებმა ყველაზე დადებითად და გამორჩეულად შეაფასეს. თუმცა საშობაო კონცერტის მთავარი მარგალიტი: აპრილე მილო გახლდათ ,,ამ საშობაოდ ჩვენ მივაღწიეთ მართლაც და ძალიან დიდ წარმატებას აღფრთოვანებულები ვართ რა მთელი კოლექტივით.
სრული ანშლაგით ჩაიარა საღამომ კარნეგი ჰოლში აქვე გთავაზობთ ფოტო ვიდეო მასალას ალექსი ტისკარენოს და ბრანდი რიჩის მიერ სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებულს … დღეს საღამოს კარნეგი ჰოლის მთავარ საკონცერტო სცენაზე პირველად წარსდგა მარია ვეტელი და ჯოელ რიჩი მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ვამაყობ მათი წარმატებით, წარმოიდგინეთ თუ რამდენს ნიშნავს ეს ახალგაზრდა შემსრულებლისათვის?!
ეს ყველაფერი გეხმარება აღმოაჩინო ის ადგილი თანამედროვე სამყაროში სადაც გრძნობ შენს კომფორტის ზონას და ეს ყველაფერი ხდება ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, ისინი მართლაც რომ გამორჩეულად წარსდგნენ პუბლიკის წინაშე, აქვე მადლობას უხდი დავით ღვინიანიძეს იმ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის ახალგაზრდა შემსრულებლებისდაგამო, რომელთაც მიეცით შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ და მდგარიყვნენ თქვენს გვერდით, თქვენ მართლაც და პირველ რიგში არაჩვეულებრივი სულის და ამავდროულად არაჩვეულებრივი ნიჭის ადამიანი ბრძანდებით, ღმერთმა დაგლოცოთ მრავალ ბედნიერ შობა ახალ წელს დაესწარით თქვენს საოცარ დედასთან და ოჯახთან ერთად, ასევე დიდ წარმატებას ვუსურვებ მთელ ჩვენ კოლექტივს განსაკუთრებით კი ოლგა ლივოსკაიას (ოლგა ფონდის დირექტორია ავტ .) მისი არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული ხმის გამო, რომელმაც ღირსეულად წარსდგა პუბლიკის წინაშე და ასევე დიდი წვლილი შეიტანა დღევანდელი საღამოს ორგანიზებაში აქვე დავლოცავ ჩვენს კოლექტივს ვუსურვებ უამრავ წარმატებას ,,დღეგრძელი იყოს ჩვენი მეგობრობა!!!
Viva musica-ს და მრავალი წარმატება თითოეულ თქვენგანს…” – აპრილე მილლო ასეთი შეფასება გააკეთა ფესტივალის საგანგებო და საპატიო სტუმარმა მსოფლიო ვარსკვლავმა: აპრილიე მილლომ , რომელიც გახლავთ რიო დე ჟანეიროს , პარიზის , ვენის , ლასკალას, მეტროპოლიტან ოპერების სამხატვრო ხელმძღვანელი , ის ამჟამად მოღვაწეობს ბერლინის ბავარიის , სან – პაულოს, სანფრანცისკოს , ჩიკაგოს , ციურიხის , იაპონიის , ვერონის ოპერებში . ხელმძღვანელობს ოპერა: ,, ვიზიონ აკადემიას ” და ოპერა :,, ნიაგარას ” ამ ჟანრში ალბათ იშვიათად მოიპოვება მსგავსი წარმატებული ვარსკვლავი და უფრო მეტად ასეთი ტიტულოვანი ქალბატონის შეფასებას იშვიათად თუ მოვისმენთ ქართველზე, რომლის მოწვევითაც მან მიიღო მონაწილეობა კარნეგი ჰოლის საშობაო კონცერტში, ეს ქალბატონი ბარიტონ დავით ღვინიანიძის შემოქმედებისა და საქმიანობის თაყვანისმცემელია , როგორც დავითი აღნიშნავს მასთან ერთად დიდ სცენაზე სიმღერა ოცნება იყო, ეს ოცნებაც ამ წელს ახდა, 2020 წელი კი გრანდიოზული გეგმების და სასიამოვნო სიურპრიზების წელი იქნება ამბობს დავით ღვინიანიძე , რომელსაც საკუთარ წარმატებაზე მეტად დიდ სიამოვნებას ანიჭებს გზა გაუკვალოს ყველა ნიჭიერ ადამიანს . ამიტიმაც ეძახიან მას მეცენატს . წინ კიდევ უამრავი გეგმების წელია .