„საუკუნის ეპიდემიები” – ვირუსები, რომლებაც ბოლო წლებში მსოფლიოზე მძიმე კვალი დატოვეს

„საუკუნის ეპიდემიები" - ვირუსები, რომლებაც ბოლო წლებში მსოფლიოზე მძიმე კვალი დატოვეს“სა­უ­კუ­ნის ეპი­დე­მი­ე­ბი” – ასე უწო­დე­ბენ მე­დი­კო­სე­ბი ვირუ­სებს, რომ­ლებ­მაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლობ­ში მსოფ­ლი­ო­ში მძი­მე კვა­ლი და­ტო­ვეს. ეს იყო ეპი­დე­მი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნი­დან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში გავ­რცელ­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

2002 წელი – სარ­სი (SARS) – მძი­მე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი, ატი­პუ­რი პრევ­მო­ნია, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გავ­რცელ­და და ჩი­ნეთ­სა და ჰონ-კონ­გში ასე­უ­ლო­ბით, მთელ მსოფ­ლი­ო­ში კი 8 ათას­ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და 800 ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია; მეც­ნი­ე­რე­ბი კო­რო­ნი­კა­ვირუსს სიმტპო­მე­ბით მას ამ­სგავ­სე­ბენ.

2003 წელი, ფრინ­ვე­ლის გრი­პი – და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 861 შემ­თხვე­ვა – 455 ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. ავად­მყო­ფო­ბა პირ­ვე­ლად იტა­ლი­ა­ში პე­რონ­ჩი­ტომ 1880 წელს აღ­წე­რა (თუმ­ცა, ეს ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლად სწო­რედ იქ და­ფიქ­სირ­და). ვირუ­სი კი, ჩენ­ტა­ნიმ 1901 წელს. რუ­სეთ­ში ფრინ­ვე­ლის კლა­სი­კუ­რი ჭი­რის ვირუ­სი და­ად­გი­ნეს 1902 წელს და ცნო­ბი­ლია, რომ მისი გავ­რცე­ლე­ბის ერთ-ერთი გზა გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბია.

2009 წელი – მსოფ­ლიო შე­აშ­ფო­თა H1N1 ტი­პის ვირუს­მა, რო­მე­ლიც შემ­დეგ წლებ­ში კა­ცობ­რი­ო­ბამ “ღო­რის გრი­პის” სა­ხე­ლით გა­იც­ნო, რად­გან მე­დი­კოს­თა ცნო­ბით, ამ ვირუ­სით ძი­რი­თა­დად ღო­რე­ბი ავად­დე­ბოდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან შეძ­ლო ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბა და ამ გზე­ბით გავ­რცელ­და. 2009 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი მექ­სი­კა­ში, შემ­დეგ კი ამე­რი­კა­ში და­ფიქ­სირ­და. იმა­ვე წლის ივ­ნის­ში, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია პან­დე­მი­ის მე­ექ­ვსე ფა­ზის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და, რაც ვირუ­სის მა­სობ­რივ გავ­რცე­ლე­ბას ნიშ­ნავ­და. ღო­რებ­ში ეს ვირუ­სი პირ­ვე­ლად 1918 წელს და­ფიქ­სირ­და, ადა­მი­ა­ნი­დან-ადა­მი­ან­ზე კი 1974 წელს გავ­რცელ­და. 1958-2005 წლებ­ში ადა­მი­ნებ­ში ამ ტი­პის ვირუ­სის 37 შემ­თხვე­ვა და­ფი­სიქ­რდა და 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

2009 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ამ ვირუ­სით სულ 94,500 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მო­ავ­ლი­ნეს, მათ­გან 10 200 სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა… იგი­ვე ვირუს­მა მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც იფეთ­ქა და მას ვერც სა­ქარ­თვე­ლომ აუ­ა­რა გვერ­დი – ბოლო წლებ­ში გრი­პის ვირუ­სის H1N1- ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

2012 წელი, MERS – ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბით: სი­ცხე/ცხე­ლე­ბა, ხვე­ლა და სუნ­თქვის ნაკ­ლე­ბო­ბა მძი­მე ფორ­მებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად სა­უ­დის არა­ბეთ­ში, 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა თა­ვად და­ა­ვა­დე­ბის (ინ­ფი­ცი­რე­ბის) პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი 2012 წლის აპ­რილ­ში, იორ­და­ნი­ა­ში და­ფიქ­სირ­და. სულ 2250 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი­დან 850 და­ი­ღუ­პა. MERS-ის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ძი­რი­თა­დად არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ქვეყ­ნებ­ში გავ­რცელ­და.

2014 წელი, ებო­ლა – 28 616 შემ­თხვე­ვი­დან 11 310 სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და. მან პირ­ვე­ლად და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში იფეთ­ქა, სა­დაც პირ­ვე­ლად 44 წლის მას­წავ­ლე­ბელს, მა­ბა­ლო ლო­კე­ლას გა­მო­უვ­ლინ­და. და­ა­ვა­დე­ბა, ძი­რი­თა­დად და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში გავ­რცელ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა მის ფარ­გლებს გა­რე­თაც და­ფიქ­სირ­და.

2019 წელი – კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თის პრო­ვინ­ცია ჰუ­ბე­ი­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ უხან­ში და­ფიქ­სირ­და და 30 იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, 7921 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და 170 სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

ამე­რი­კის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუ­ტში (NIH) მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა ვუ­ჰა­ნის ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, ან­ტო­ნი ფა­უ­ჩის თქმით, საც­დე­ლი ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად 3 თვე რე­კორ­დუ­ლი დროა. თუმ­ცა, იქამ­დე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრში, უხან­შია, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ასო­ბით ექი­მი დღე-ღამე იბ­რძვის..

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი, უკვე გას­ცდა ჩი­ნე­თის სა­ზღვრებს და მსოფ­ლი­ოს 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სეთ­ში, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში, აზი­ა­სა და შუა აღ­მო­სავ­ლეთ­შიც და­ფიქ­სირ­და.

მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ყვე­ლა ზემთ ჩა­მოც­ვლი­ლი ვირუ­სი სი­ნამ­დვი­ლე­ში დიდი ხნით ადრე არ­სე­ბობ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი, მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და. თუმ­ცა, მისი შეს­წავ­ლა გა­მოკ­ვლე­ვა, და­ა­ვა­დე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა შე­სა­ხებ სტა­ტი­კი­სი­კის წარ­მო­ე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ვირუ­სებ­მა მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მათ “სა­უ­კუ­ნის ეპი­დე­მია უწო­დეს”.

ამბები.გე