დავით ბაგრატიონის დედა, პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა. როგორც ესპანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, გარდაცვალბის მიზეზი კორონავირუსი გახდა. საქართველოს სამეფო სახლი მხოლოდ გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა გარდაცვალების მიზეზებზე ამ ეტაზპე განცხადება არ ვრცელდება.
“საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება, რომ გუშინ , 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა მ.ს.უ. პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი . საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მ.ს.უ. უფლისწული დავით ბაგრატიონ – მუხრანბატონის დედა. პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ – მუხრანბატონიშვილზე . სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი : მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი,”-ნათქვამია საქართველოს სამეფო სახლის განცხადებაში.