ცნობილმა მსახიობებმა, ტომ ჰენქსმა და მისმა მეუღლემ რიტა ვილსონმა საავადმყოფო დატოვეს. 5 – დღიანი მკურნალობის შემდეგ ისინი კარანტინს სახლში გაივლიან.
„საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ კარანტინში რჩებიან. აშკარაა, რომ თავს უკეთესად გრძნობენ“, – განაცხადა მათმა შვილმა ჩეტ ჰენქსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ტომ ჰენქსს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდათ. ისინი იმ დროს ავსტრალიაში იმყოფებოდნენ, სადაც ერთ-ერთ ფილმზე მუშაობდნენ.
იპნ