ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე ნეტფლიქსის ახალ სერიალში ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებლის, იოზეფ ბროიერის როლს ასრულებს.
უკვე გამოვიდა სერიალის პირველი სეზონის რვა სერია და ის მაყურებლისთვის ნეტფლიქსზე ხელმისაწვდომია.
სერიალის სახელია “ფროიდი“ და ის მოგვითხრობს ახალგაზრდა ფსიქოანალიტიკოსზე, რომელიც ვენაში მომხდარი სხვადასხვა მკვლელობის საქმეებს იძიებს.
სერიალი ავსტრიისა და გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია. ნამუშევრის ავტორები არიან მარვინ კრენი, შტეფან ბრუნერი და ბენჯამინ ჰესლერი, მთავარ როლს ავსტრიელი მსახიობი რობერტ ფინსტერი ასრულებს.
ამბები