რუსთავში ჯართის პუნქტში აფეთქება მოხდა – 1 მამაკაცი დაიღუპა – ვიდეო

რუსთავში ჯართის პუნქტში აფეთქება მოხდა - 1 მამაკაცი დაიღუპა - ვიდეორუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჯართის დამუშავების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

თვითმხილველების თქმით, გაზის დანადგარი სატვირთო ავტომობილზე იდო, როდესაც აფეთქდა

აფეთქების შედეგად 35 წლის მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც “ინტერპრესნიუსს” რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა.