ბაკურ სორდიას 1 წელი დაუმატეს – ის ციხეში 4 წელს გაატარებს

ბაკურ სორდიას 1 წელი დაუმატეს - ის ციხეში 4 წელს გაატარებსსო­ფელ შამ­გო­ნა­ში ცო­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ბა­კურ სორ­დია ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო. მსჯავ­რდე­ბულს 3 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი კი­დევ 1 წლით გა­უ­ხან­გრძლივ­და და ცი­ხე­ში 4 წელს გა­ა­ტა­რებს.

გარ­დაც­ვლი­ლი ეკა მი­ქა­ვას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბა­კურ სორ­დი­ას კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით გა­სა­მარ­თლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე Ambebi.ge-სთან აცხა­დებს, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

“გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი იყო 115-ე მუხ­ლით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას. თუმ­ცა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ რა­ტომ­ღაც გა­და­წყვი­ტა, რომ ეს არ იყო თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და იყო 126-ე, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლი, რაც ნაკ­ლებ სას­ჯელს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბო­დით ფორ­მუ­ლი­რე­ბას, რომ მან თავი მო­იკ­ლა თვით­ნე­ბუ­რად და ამ თვით­მკვლე­ლო­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და უმ­ძი­მეს ძა­ლა­დო­ბას­თან. წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თეთ ზუგ­დი­დის პრო­კუ­რა­ტუ­რას, რათა მათ გა­ე­სა­ჩივ­რე­ბი­ნათ ეს გა­ნა­ჩე­ნი ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ამ მხრივ პრაქ­ტი­კა არის მწი­რი, ვი­ნა­ი­დან თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხლთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ებ­ზე ხში­რად დგე­ბა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ან სხვა მუხ­ლით კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა. ეს იყო სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც პრაქ­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი”, – აცხა­დებს “სა­ფა­რის” იუ­რის­ტი.

სამი შვი­ლის დედა, 32 წლის ეკა მი­ქა­ვა, მე­ზობ­ლის ეზო­ში მდე­ბა­რე ნა­გე­ბო­ბა­ში 2019 წლის 28 დე­კემ­ბერს ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ნა­შა­უ­ლის ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო ვერ­სი­ე­ბი გავ­რცელ­და: გარ­დაც­ვლი­ლის ძმა და მამა სუ­ი­ციდს გა­მო­რი­ცხავ­დნენ და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მე­უღ­ლემ ჯერ სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მა, შემ­დეგ კი მე­ზობ­ლის ბო­სელ­ში ჩა­მო­კი­და. ხოლო მე­ზობ­ლე­ბი, თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას არ გა­მო­რი­ცხავ­დნენ. მათი ნა­ამ­ბო­ბით, ეკა მი­ქა­ვა ყვი­რი­ლით თხოვ­და დახ­მა­რე­ბას მე­ზობ­ლებს, ერ­თმა ურ­ჩია ერთ-ერთ სახ­ლში შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი და ბო­ლოს სწო­რედ იმ ეზოს­კენ მი­მა­ვა­ლი ნა­ხეს ახალ­გაზ­რდა ქალი…

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა, სსკ-ის 115-ე (თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა) და 126-ე (ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა) მუხ­ლე­ბით და­ი­წყო. მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ა­კა­ვეს გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე – ბა­კურ სორ­დია, რო­მელ­საც ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 31 დე­კემ­ბერს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ამბები