ეკა მიქავას თვითმკვლელობის საქმეზე მისი მეუღლე ბაკურ სორდია დააკავეს

ეკა მიქავას თვითმკვლელობის საქმეზე მისი მეუღლე ბაკურ სორდია დააკავესპოლიციამ ზუგდიდში 32 წლის გარდაცვლილი ეკა მიქავას მეუღლე ბაკურ სორდია დააკავა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მეზობლის, საკრებულოს წევრ ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის დეპუტატი ზაზა ხუბუა და გარდაცვლილი ქალის ქმარი, ბაკურ სორდია, მეგობრობდნენ.

ხუბუა მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

გარდაცვლილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსის არ სჯერა. მიქავას ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და მას ქმართან კონფლიქტი ჰქონდა.

გარდაცვლილის ძმის, ნუკრი მიქავას, განცხადებით, მისი და ქმარმა ჯერ მოკლა, შემდეგ კი ჩამოკიდა.

გარდაცვლილის ახლობლების ვერსიით, 3 შვილის დედა, შამგონის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი, 32 წლის ეკა მიქავა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი ახლობლების თქმით, ქალს მეუღლე ბაკურ სორდია სისტემატურად სცემდა. თუმცა არც ძალადობის მსხვერპლს და არც ოჯახის წევრებს პოლიციისთვის ამის შესახებ არ მიუმართავთ.

ბაღის დირექტორის თქმით, ოჯახური კონფლიქტის შესახებ ეკა მიქავას გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი.

“მისდევდა მეუღლე თურმე და გაიქცა გოგო. მერე არ ვიცით, თავი შეაფარა და მერე ჩაიფიქრა ეს  თუ როგორ მოხდა  არ ვიცით. არაჩვეულებრივი თანამშრომელი იყო, სიცოცხლით სავსე,” – ამბობს სოფელ შამგონას ბაღის გამგე ლელა სორდია.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით და 115- ე მუხლის 1 ნაწილით აღიძრა.