“ექიმის ზარს ველოდები, მაგრამ არავინ რეკავს” – ნოდიკო ტატიშვილს კოვიდ 19 დაუდასტურდა

"ექიმის ზარს ველოდები, მაგრამ არავინ რეკავს" - ნოდიკო ტატიშვილს კოვიდ 19 დაუდასტურდანოდიკო ტატიშვილი კოვიდინფიცირებულია. მომღერალს კორონავირუსზე დადებითი პასუხი 14 ოქტომბერს უთხრეს.

“ჩემს ახლობელს დაუდგინდა კორონავირუსი, რომელიც ხუთშაბათს ვნახე, არც გადამიკოცნია, უბრალოდ დახურულ სივრცეში ვიყავით ერთად. ღამე დაუდასტურდა მას კორონავირუსი და მე გადავედი თვითიზოლაციაში. არანაირი სიმპტომები არ მქონდა,” – ამბობს მომღერალი.

ტატიშვილმა გამოიძახა შესაბამისი ლაბორატორია და ორჯერ გაიკეთა ტესტი. როგორც ნოდიკო “პრაიმტაიმთან” ამბობს, მას ცხელების ცენტრიდან არავინ შეხმიანებია. არის სახლში და ელოდება მედიკოსების ზარს.

ნოდიკო ტატიშვილი: – სახლში ვარ, მეორე დღეა, ექიმის ზარს ველოდები, მაგრამ არავინ რეკავს.

–  ანუ მკურნალობა არ დაგიწყია?

– არავინ შემხმიანებია და მკურნალობას ვინ დამინიშნავდა? მე თვითონ დავრეკე სხვა ექიმებთან და მითხრეს, თუ მაღალი სიცხე მექნება, პარაცეტამოლი დავლიო.

გუშინ ძილის წინ 37 და 3 მქონდა. ამ დილით 35 და 5. როგორც ვატყობ, უმნიშვნელო სიმპტომით გამოხატული ვირუსია. არც არაფერი მტკივა. ჩემი სურვილით გავიკეთე, თორემ უსიმპტომოდ დამეწყო. რომ დამიდასტურდა, სტრესის ფონზე მომცა სიცხე.

მსუბუქ ფორმებში მიდის ყველაფერი და იმედია, ბოლომდე ასეც იქნება.
პრაიმტაიმი