„ნუცას გარდაცვალების შემდეგ სამი წელი ძალიან რთული იყო“ – მაია ასათიანის და „პროფილში“ ატირდა – ვიდეო

„ნუცას გარდაცვალების შემდეგ სამი წელი ძალიან რთული იყო“ - მაია ასათიანის და „პროფილში“ ატირდა – ვიდეოგადაცემა „პროფილმა“ 27-ე სეზონი განახლებულ სტუდიაში დაიწყო. პირველივე გადაცემა წამყვან მაია ასათიანს და მის ცხოვრებას დაეთმო.
მან პირადი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა და დები საზოგადოებას გააცნო.

მაია ასათიანის თქმით, მისი უმცროსი და მის გარდაცვლილ შვილზე 5 წლით უფროსი იყო და დებივით იზრდებოდნენ.

ვერონიკა კალანდარიშვილმა ეთერში თავი ვერ შეიკავა და ნუცაზე საუბრისას, ატირდა.

„ნუცას გარდაცვალების შემდეგ სამი წელი ძალიან რთული იყო. მაგრამ ისევე როგორც მაიას ვყავართ ჩვენ, ისევე მე მყავს ყველა დანარჩენი მაიასთან ერთად. ალბათ, ეს არის ყველაზე დიდი ძალა, რაც გაგვაჩნია“, – ამბობს ვერონიკა კალანდარიშვილი.