რუსთავში გარდაცვლილი 21 წლის მამაკაცი ნიკა მედოიძეა, თუთარჩელას წევრი

რუსთავში გარდაცვლილი 21  წლის მამაკაცი ნიკა მედოიძეა, თუთარჩელას წევრირუსთავში მოულოდნელად გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ნიკა მედოიძეა.

21 წლის ბიჭი ახალგაზრდა მომღერალთა გუნდის “თუთარჩელას” ერთ-ერთი წევრი იყო, რომლის 26 წევრი კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული.

როგორც “ინფო რუსთავს” გარდაცვლილის მეგობარმა განუცხადა, ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.

“ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს. თუმცა ვერ გადრჩა”,- განუცხადა გარდაცვლილის მეგობარმა “ინფო რუსთავს”.

მეგობრის თქმით, 21 წლის ახალგაზრდა კოვიდსამკურნალო სასტუმროდან 25 ოქტომბერს გამოწერეს, სადაც უსიმპტომო კორონავირუსის გამო იმყოფებოდა.

კვირის პალიტრა ანსამბლ “თუთარჩელას” ხელმძღვანელ თამარ ბუაძეს ესაუბრა.
თამარ ბუაძე:

“ნიკას დედა და უფროსი დაც ანსამბლის წევრები არიან. ანსამბლში კოვიდინფექცია ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა. მათ შორის იყო ნიკაც. ნიკა მრავალშვილიანი ოჯახის წევრია, ამიტომ მან თვითიზოლაციის პერიოდი ოჯახისგან იზოლირებით გაიარა. როგორც კი ნიკა კოვიდსასტუმროდან გამოვიდა, მეორე დღესვე მეგობრებს შეხვდა – ანსამბლის წევრებს. ოთხი მათგანი შეიკრიბა ერთად და იქ მოხდა ეს უბედურება. ნიკამ, თურმე, რაღაც წამოიძახა და გადავარდა. ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი ექიმია (ნიკა თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა) და მან ნიკას პირველი დახმარება სრულად ჩაუტარა, მაგრამ – ამაოდ. სამედიცინო დახმარების ბრიგადას ნიკა უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით,  ნიკა მედოიძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის გაჩერებაა. ამის შესახებ ჯანდაცვაში საგანგებო ბრიფინგის დროს ისაუბრეს.