“უცებ ცუდად გახდა და ორმოში წაიქცა” – რუსთავში კოვიდ სასტუმროდან გუშინ გამოსული 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

"უცებ ცუდად გახდა და ორმოში წაიქცა" - რუსთავში კოვიდ სასტუმროდან გუშინ გამოსული 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალარუსთავში 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.

“ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს. თუმცა ვერ გადარჩა”,- განუცხადა გარდაცვლილის მეგობარმა “ინფო რუსთავს”.

მისივე თქმით, ახალგაზრა ბიჭი კოვიდსასტუმროში კორონავირუსზე მკურნალობდა და გუშინ გამოწერეს.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე  ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაიწყეს.

ინფო რუსთავი