არ გამიკვირდება, ციხეში რომ ამოყოს თავი, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შესახებ განაცხადა.
„ქალბატონი გაბუნია, მინისტრის მოადგილე კარგი გოგოა. წინა ცხოვრებაში, როცა კარგ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ვიცოდი, რომ განათლებული იყო. მაგრამ, ხომ ვიცი, რომ შეთითხნიან მაგას და არ გამიკვირდება, ციხეში რომ ამოყოს თავი.
რას უზამენ იცით? ყველაფერს მაგას დააბრალებენ. თითქოს მაგისი ბრალი იყო, რომ „იმეილი“ დროზე არ გააგზავნა,“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
პრაიმ ტაიმი