– ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვები – თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება.
ამის შესახებ ჯანდაცის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
– ვისაც გაუკეთდა ვაქცინაცია, მათი რეპროდუქტოლოგიურ უნარებზე (მამაკაცებში) კვლევები ჯერ არ არის ჩატარებული. ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს და როგორ ვიტყვი…
გავიმეორებ – ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვები – თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება. თუ გყავთ ადამიანი, ვინც გიყვართ, გააჩინეთ ბავშვები; ეს არის ჩემი რჩევა და როგორც გინდათ, ისე ატრიალეთ.
თუ გიყვართ ვიღაცა, აუხსენით, რომ გიყვართ… თუ 9 თვის მერე ბავშვები დაიბადებიან, კი ბატონო , თანახმა ვარ, ვიყო თქვენი ნათლია, – ამბობს ფხაკაძე.
ნიუპოსტი